

არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
ფიზიკური პირების, ნ. ჯ.-ისა (მისამართი: სამტრედია, დიდგორის მე-3 შესახვევი #9) და მ. კ.-ის (მისამართი: სამტრედია, დიდგორის ქ.140) კუთვნილ სასაკლაოებზე კრიტიკული შეუსაბამობები (ვეტერინარული და უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა) გამოვლინდა.
დადგინდა, რომ ცხოველების (გოჭების) დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა. ამასთან, ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
ნედლი თევზის დისტრიბუციისა და რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა.
ინდივიდუალური მეწარმე გ. შ. (მისამართი: სენაკი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) საქმიანობას ეკონიმიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა: ნედლი თევზის დისტრიბუცია და შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა არასათანადო პირობებში, მსუბუქი ავტომობილით, ტემპერატურული რეჟიმებისა და ჰიგიენური პირობების უხეში დარღვევით.
მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საარსებო
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახალგაზრდა ბლოგერებს,
აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ
„ძალიან გვინდა ხევის ბაღი მალე გაიხსნას, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ხარაგაულის თვითმმართველობა ყოფილი უნივერმაღის შენობაში