

ხარაგაულში საბავშვო თეატრი იქმნება. ამ თეატრის შექმნა ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ ფარგლებში ინოვაციური პროექტით – „მომავალი მსახიობი“ დაიწყო.
ეს კონკურსი ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. მასში 14 მოსწავლე მონაწილეობდა.

პირველი და მეორე ეტაპი მონოლოგსა და პაროდიას მოიცავდა, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე მონაწილეებმა სხვადასხვა როლები მოირგეს სპექტაკლიდან „დარისპანის გასაჭირი“.
კონკურსანტები შეაფასა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით: მამუკა ჭიპაშვილი (კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი), ირინე ჩხეიძე (ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი), ვასილ კიკნაძე და ლუიზა კიკნაძე (ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობები).
ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში „მომავალი მსახიობი“ ლაშის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანი ჭანკვეტაძემ გაიმარჯვა. მას სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“ 16 აპრილს დაიწყო და 1 მაისს დასრულდება.
ღონისძიების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ოთხშაბათს, 11 ნოემბერს,
4 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიამ წარადგენა „2026 წლის გაფართოების პაკეტი“.