

საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები უნდა მოეწყოს. პროექტს კომპანია „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს.
ეს კომპანია ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #56(ა)-ში 35 კვმ მიწის ფართობზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის შემკრები კონტეინერის, ხოლო სოფელ მარელისში გარე განათების 65 ცალ ბოძზე საჰაერო კაბელების განთავსებას აპირებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიწის ნაკვეთისა და გარე განათების ბოძების „ოუფენ ნეტისთვის“ გადაცემას ორი წლის ვადით უსასყიდლოდ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია 19 აგვისტოს, საკრებულოს ბიუროს მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ინგა ლურსმანაშვილმა წარუდგინა.
ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ორი წლის შემდეგ ეს ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.
საკრებულო ამ საკითხს 21 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
საყოველთაო ინტერნეტიზაციას საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში 2013 წლიდან გეგმავდა. მათ შორის, ხარაგაულიდან, 2015 წელს, პირველ ეტაპზე ამ პროექტში დ. ხარაგაული, კიცხი და ვარძია უნდა ჩართულიყო. თუმცა, ეს პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ციფრული უთანასწორობა ხარაგაულში
ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა – ზემო იმერეთის სოფლების პრობლემა
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.