
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 2023 წლის 16 მაისს გამოცხადებულ განმეორებით ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. ამიტომ ეს ტენდერი არ შედგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ტენდერი 85 674 666 ლარზე იყო გამოცხადებული.
მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“, ხელშეკრულების მიხედვით, გზის რეაბილიტაცია 2021 წლის მაისში უნდა დაემთავრებინა.
„აკკორდმა“ გზის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. 2022 წელს გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩაიშალა.
ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ამ გზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ეს გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად