

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული განმეორებითი ტენდერი ჩაიშალა.
ამ გზის რეაბილიტაციისთვის 2022 წლის 14 ოქტომბერს ხელმეორედ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა.
შიდასახელმწიფოებრივი გზის ძირულა – ხარაგაული – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის, მოლითი – ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 87 455 490 ლარი იყო განსაზღვრული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ტენდერი, მასში მონაწილე ხუთივე კომპანიის დისკვალიფიკაცის გამო ჩაიშალა.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის როდის გამოცხადდება ტენდერი მეოთხედ, – ამ შეკითხვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ვერ გვპასუხობენ.
მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“, ხელშეკრულების მიხედვით, გზის მშენებლობა 2021 წლის მაისში უნდა დაემთავრებინა.
ათეული წლებია, ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობა ამ გზის რეაბილიტაციას უშედეგოდ ელოდება. ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიული გზა არის.
ამავე თემაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი