

კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა 6 აპრილს, 14:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში იგეგმება. პროექტის განხილვაზე დასწრება და საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო პროექტი შპს „პროჯექტ კომპანი“-მ 60 ათას ლარად მოამზადა. ეს კომპანია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ელექტრონული ტენდერის გარეშე შეირჩა. ამ შესყიდვის საფუძვლად „გადაუდებელი აუცილებლობაა“ მითითებული.
ხარაგაულის თვითმმართველობა გეგმავს, რომ ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, განახორციელოს. პარკის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 1 200 000 ლარია.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის კულტურის პარკი – წალკოტი მხოლოდ ხარაგაულელთა მოგონებებში (ვიდეო)
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.