

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 18 ნოემბერს, ხარაგაულში კორონავირუსი ხუთ პირს დაუდასტურდა.
ისინი მარელისში, ლეღვანში, ღორეშაში, ვანსა და წყალაფორეთში მაცხოვრებლები არიან.
ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 112 პირი იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის დაფიქსირების მომენტიდან დღემდე ამ ვირუსით სულ 69 ადამიანი დაავადდა, 13 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.
ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისა და ხარაგაულის კოვიდცენტრის თანამშრომელთა ტესტირების ყველა შედეგი კოვიდუარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თერთმეტი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში კი სასწავლო პროცესის განახლება 24 ნოემბრამდე გადაიდო.
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას
გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: