

დღეს, 16 ნოემბერს, ხარაგაულის #2, #3 საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში სწავლა საკლასო ოთახებში უნდა განახლებულიყო. თუმცა, რთული ეპიდსიტუაციის გამო, ამ სკოლებში დისტანციურად სწავლება ერთი კვირით გახანგრძლივდა.
ხარაგაულის #2 სკოლა და გიმნაზია დისტანციურ სწავლებაზე 9 ნოემბრიდან, ხოლო ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა – 5 ნოემბრიდან იმყოფება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მარინა ვეფხვაძის განცხადებით, დღეისათვის ამ სამ სკოლას მარელისის, საღანძილის, წიფის, ხიდრის, ლეღვნის, ბორითის, ვახანისა და ლაშეს საჯარო სკოლები დაემატა.
„გიმნაზიაში, ხარაგაულის #1 და #2, საღანძილის, წიფის, ხიდრისა და ლაშის სკოლებში დისტანციური სწავლა 24 ნოემბრამდე გაგრძედება; მარელისის, ლეღვნის, ბორითისა და ვახანის სკოლებში – 26 ნოემბრამდე. თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, შემდეგაც ასე გავაგრძელოთ. იმედია, მომდევნო ათ დღეში ეპიდსიტუაცია უფრო მეტად არ გართულდება“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.
ფოტოზე – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი