ხუთ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, ქუთაისში, თერჯოლაში, ონსა და კასპში – 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რითაც ხუთივე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატების ვინაობა გაასაჯაროვა:

ხარაგაულში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი წარადგინა;

ქუთაისის მერობის კანდიდატად – იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი;

თერჯოლის მერობის კანდიდატად – თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი;

ონის მერობის კანდიდატად – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;

კასპის მერობის კანდიდატად – ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

ხარაგაულის მერის თანამდებობა ვაკანტური 14 ივლისის შემდეგ აღმოჩნდა, რაც ხარაგაულის ყოფილმა მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა.

ამავე თემაზე – პარტიებში ხარაგაულის მერობის კანდიდატებზე კონსულტაციები მიმდინარეობს