

31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთადხუთ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, თერჯოლაში, ქუთაისში, ონსა და კასპში, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
-კონსულტაციები რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს და წინასწარ ვერ გეტყვით, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი.
მომავალ კვირაში წარადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხარაგაულის მერობის კანდიდატს. საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი ვერ აკონკრეტებს, თავად იქნება თუ არა მერობის კანდიდატი.
– პირველ სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და მერობის კანდიდატს ხარაგაულში ერთად წარადგენს, – ამბობს პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძე, – მერობის კანდიდატი მე ვიქნები, ხოლო საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი – გიორგი კასრაძე.
– უახლოესი ორი კვირის განმავლობაში პარტია „ლელო“ ხარაგაულში პოლიტიკური აქტივობების დაწყებას არ გეგმავს, – ამბობს პარტიის პრესმდივანი თიკო ძნელაძე.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის ჩემი კანდიდატურაც განიხილება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ამჟამად ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატია, – საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება“.
ხარაგაულში მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მერმა ნიკო თოფურიძემ 13 ივლისს თანამდებობა დატოვა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.