ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
„ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების” გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.
აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.
დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხარაგაულის მერი, როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით საკრებულოს დღეს მიმართავს. მერის მოვალეობას მისი მოადგილე თემურ ჩხეიძე შეასრულებს.
9 მარტს თანამდებობიდან გადადგა კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი, 8 აპრილს – ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, 5 აპრილს – ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, პირველ აპრილს – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე.
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, დღეს, 13 ივლისს, ერთკვირიან შვებულებაში გავიდა. „ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვებას სთხოვენ, ის კი სანაცვლოდ „ოცნების“ პარტიულ სიაში ჩასმას ითხოვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მას ამაზე უარს ეუბნებიან.
ნიკოლოზ თოფურიძე 2016 წელს შუალედური არჩევნების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი ოთხი წლის ვადით აირჩა.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, საქმიანობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის იანვარში უარყოფითად შეაფასა; ხოლო 2020 წლის მარტში საკრებულომ მერის საქმიანობის შეფასებისგან თავი შეიკავა.
ამავე თემაზე:
რა ვერსიებს განიხილავენ ხარაგაულში მერის გადადგომასთან დაკავშირებით
„ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობებს საკუთარ ფილიალებად მოიაზრებს“ – ირაკლი მელაშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი