

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 562 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1.93 მილიარდი ლარით აღემატება.
პენსიები და სოციალური დახმარება: ჯანდაცვისა და სოციალურ ხარჯებზე დამატებით 830 მილიონი ლარი მიიმართება.
შშმ პირთა სოციალურ გასაცემლებზე დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყო.
ჯანდაცვა: დაფინანსება 127 მილიონი ლარით იზრდება, რაც მოიცავს სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების/ექთნების ხელფასების ზრდას.
განათლება: სექტორის ბიუჯეტი 400 მილიონი ლარით იზრდება. თანხა მოხმარდება საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებას და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსებას.
საჯარო სექტორის ხელფასები: კერძო სექტორში ხელფასების ზრდის კვალდაკვალ, საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება, რისთვისაც შრომის ანაზღაურების ფონდს 395 მილიონი ლარი დაემატა.
2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური (ინფრასტრუქტურული) ხარჯების დასაფინანსებლად 8.43 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა. მათ შორის:
მუნიციპალური და საგზაო ინფრასტრუქტურა: მუნიციპალიტეტების პროექტებს 2.7 მილიარდი ლარი მოხმარდება, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურას – 1.33 მილიარდი ლარი (საიდანაც 723 მილიონი ჩქაროსნულ მაგისტრალებზე დაიხარჯება).
მსხვილი სატრანსპორტო და ენერგოპროექტები: ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 125 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თბილისის მეტროს მოდერნიზაციაზე – 125 მილიონი, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდაზე – 250 მილიონი, ხოლო ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დასასრულებლად – 60 მილიონი ლარი.
სხვა სექტორები: განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 800 მილიონი ლარი, ენერგეტიკაზე – 404 მილიონი, წყალმომარაგებაზე – 432 მილიონი, ხოლო დევნილთა განსახლებაზე – 268 მილიონი ლარი. ძალოვანი უწყებების კაპიტალური ხარჯები 701 მილიონ ლარს შეადგენს.
საბიუჯეტო პროცედურის თანახმად, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში გაგრძელდება. შენიშვნების ასახვის შემდეგ კი საბოლოო დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანო დეკემბერში დაამტკიცებს.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს გაეცანით ბმულზე.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 562 […]
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში, „ბათუმელებისა“
ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური
საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს