

გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა.
ეს ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად.
დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა, დაჯილდოებას ესწრებოდნენ – ნობელიანტი პოლიტიკოსი ლეხ ვალენსა, პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით.
მზია ამაღლობელი წელიწადი და 8 თვეა, პატიმრობაშია. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
მზია ამაღლობელი ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია
მზია ამაღლობელი პასუხისმგებლობისა და სიმამაცისთვის დაჯილდოვდა
მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის პრემიის ფინალისტთა მოკლე სიაშია
ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური
საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის
დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,