

ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა მოზამთრე ფაზაში გადადის და ტყის მასივებიდან და ნარგავებიდან მიგრაციას საცხოვრებელი სახლებისკენ იწყებს.
მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.
ამ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გამოსაზამთრებლად ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია:
ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო