

ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაფუძნებელს, მზია ამაღლობელს „ფორუმ 2000“-ის ჯილდო გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია პრაღაში გაიმართა. პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს ეს ჯილდო გადაეცა „როგორც ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოს სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის“.
„ფორუმი 2000“ ჩეხეთში ყოველწლიურად იმართება. საერთაშორისო ჯილდო ფონდმა 2021 წელს დაარსა, განსაკუთრებული სამოქალაქო გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გადაეცემათ მოქალაქეებს ან ინსტიტუტებს რამდენიმე ეტაპიანი შერჩევის შემდეგ.
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ მზიას მეგობრები, კოლეგები და უფლებადამცველები. ღონისძებაზე იყო საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური
საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის
დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,