

დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ვალიდა ტალპა-მაისურაძის ნახატების პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ამ გამოფენის ინიციატორი ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე და მუზეუმის თანამშრომელი ირმა დეკანოსიძეა.
ვალიდა ტალპა-მაისურაძე პროფესიონალი მხატვარია. მან მეუღლესთან, გურამ მაისურაძესთან ერთად, ჯერ კერამიკაზე მუშაობა შეისწავლა, შემდეგ კი სწავლა მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქალბატონი ვალიდა და მისი მეუღლე ხარაგაულში კერამიკულ საამქროს ხელმძღვანელობდნენ.
მათი კერამიკული ნამუშევრები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მუდმივად იყო გამოფენილი. ვალიდა ტალპა ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა.
მუზეუმში მისი ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები – პეიზაჟები და ნატურმორტებია წარმოდგენილი.
„პანდემიის დროს, როცა სახლში ჩავიკეტეთ, ჩემი მეუღლე მძიმედ ავად გახდა. სწორედ მაშინ დავიწყე ინტენსიურად ხატვა და ამან დეპრესიისგან გადამარჩინა, – ამბობს ვალიდა ტალპა-მაისურაძე, – ჩემი სულიერი მდგომარეობა ნახატებში ავსახე.
ძალიან მიყვარს პეიზაჟების ხატვა. თითქმის ყველა ნახატი წარმოსახვით შევქმენი. თუმცა, სულ გარემოს ვაკვირდები და როცა ლამაზ ადგილს დავინახავ, ვიმახსოვრებ, შემდეგ კი ტილოზე გადამაქვს“.
„ახლა შევიტყვე, ქალბატონი ვალიდა ასეთ არაჩვეულებრივ ნახატებს რომ ქმნის, – აღნიშნა გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა დალი ლურსმანაშვილმა, – გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ. წელიწადის ყველა დრო მომაჯადოვებელ ფერებშია შესრულებული. თუმცა, არანაკლებ საინტერესოდაა გადმოცემული ნატურმორტები, პორტრეტები და ანიმალისტური ჟანრი“.
გამოფენაზე იმყოფებოდნენ ქალბატონი ვალიდას ქალიშვილი – მარიანა მაისურაძე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მათ ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს.
ნახატები შეაფასეს და მხატვარს შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს მამუკა ჭიპაშვილმა, ეკა შველიძემ, ნიკო დეკანოსიძემ, პაატა გოგოლაძემ, მაყვალა სებისკვერაძემ, იოსებ მაღრაძემ, ნინო კაპანაძემ.
„ყველაზე მეტად ნატურმორტები მომეწონა, – შთაბეჭდილება გაგვიზიარა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე დემეტრე მღებრიშვილმა, – მინის ლარნაკის ფაქტურა ძალიან ოსტატურადაა გადმოცემული“.
ხელოვნების პედაგოგმა დალი ლურსმანაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ხარაგაულის #3 სკოლაში ვალიდა ტალპა-მაისურაძემ მოსწავლეებისთვის ხატვაში მასტერ-კლასები ჩაატაროს.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა ამ კვირის ბოლომდე გასტანს.
ფოტორეპორტაჟი გამოფენიდან იხილეთ ბმულზე.
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ საზოგადოების
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის
2026 წლის 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ