

„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მზია ამაღლობელს გადაეცა.
„მომენატრეთ ძალიან და ძალიან მაგარია, რომ ასე ერთად შეძელით ყოფნა და კიდე თავშეყრა. ქარტიის შეკრებაზე რომ ხართ ეს კიდევ უფრო ამაღელვებელია, სიმართლე გითხრათ. აი, ასე უნდა იყოთ ერთად და ყველაფერი გამოვა“, – თქვა მზია ამაღლობელმა დაჯილდოების შემდეგ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე შეკრებილ ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 თვეა უკანონო პატიმრობაშია.
ფოტოზე: მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე ჯილდოს გადასცემს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ რედაქტორს ეთერ თურაძეს.
ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური
საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის
დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,