

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, მულტიფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული, ტურისტული, საგანმანათლებლო) ცენტრისთვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას აპირებს.
„საპროექტო ობიექტი წარმოადგენს 3 სართულიან შენობას ვიტრაჟებით, რომელიც არის ძლიერ დაზიანებული, აღსადგენია შენობის მდგრადობა, ფასადი, შიდა და გარე კიბეები, სახურავი, ასევე საჭიროა შიდა სივრცის რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამავე დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ სამსართულიანი შენობის აღდგენას, სავარაუდოდ, 700 ათასი ლარი დასჭირდება.
კონკრეტულად რომელ შენობაზეა საუბარი, სად აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერის მოადგილეს, სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, დავით დევდარიანს მივმართეთ.
დავით დევდარიანმა დაგვიდასტურა, რომ საუბარია სავაჭრო ცენტრ „უნივერმაღზე“.
ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო ორგანიზაციამ შპს „არქიტრავი – XXI“ სარეაბილიტაციო შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება 27 745 ლარად ივალდებულა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ტენდერი 56 ათას ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მომზადდეს.
სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საექიმო ამბულატორია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, მულტიფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული, ტურისტული, საგანმანათლებლო) ცენტრისთვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას აპირებს. „საპროექტო ობიექტი წარმოადგენს 3 სართულიან […]
ერთ წელზე მეტია, ხარაგაულელი ლელა კურტანიძე თბილისში, რუსთაველის