

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ მიმდინარეობს.
23 თებერვალს დავით ჩადუნელის ექვსეულმა (კახა გოლუბიანის, ვასილ კიკნაძის, კობა ყრუაშვილის, გიორგი ლომსაძისა და ლიზი კურტანიძის შემადგენლობით) ითამაშა. შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 5:6, წამყვანის სასარგებლოდ.
გასულ კვირას, ვერა ოდიკაძის ექვსეულმა (დიმიტრი მაღრაძის, ეკატერინე ქურდაძის, გიორგი მაქაძის, გიორგი ბოჭორიშვილისა და შოთიკო წიქარიშვილის შემადგენლობით) გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით – 6:5.
ამ ორი თამაშის „დღის მოაზროვნეებად“ შოთი წიქარიშვილი და გიორგი ლომსაძე დასახელდნენ.
წელს ამ ინტელექტუალურ თამაშში სიახლეა ის, რომ გუნდში ერთ-ერთ წევრად მოსწავლეს იწვევენ.
მომდევნო თამაში 2 მარტს გაიმართება. წამყვანის, მამუკა ჭიპაშვილის, წინააღმდეგ დავით კიკნაძის ექვსეული ითამაშებს; 9 მარტს – როლანდ ცუცქირიძის ექვსეული.
ინტელექტუალური თამაშის ფინალი 16 მარტს გაიმართება.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!