სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა.
- მაქათუბანში შველიძეებისა და რკინის უბნის გზის აღსადგენად ტენდერი 300 ათას ლარზეა გამოცხადებული;
- წყალაფორეთში ეკლესიის უბნის გზის სარეაბილიტაციოდ – 256 130 ლარზე;
- ამაშუკეთში ეკავეების საუბნო გზის აღსადგენად – 300 ათას ლარზე;
- ვერტყვილაში ლურსმანაშვილების გზის სარეაბილიტაციოდ – 302 841 ლარზე;
- სოფელ მოლითის გზის აღსადგენად – 254 685 ლარზე;
- ბაზალეთში ნანიტაშვილების უბნის გზის სარეაბილიტაციოდ – 211 538 ლარზე;
- ლეღვანში ქვიანთის უბნის გზის აღსადგენად – 519 099 ლარზე;
- ახალსოფელში ბოღოღიანის უბნის გზის სარეაბილიტაციოდ – 330 ათას ლარზე;
- ხევში ძამუკაშვილების უბნის გზის აღსადგენად – 285 898 ლარზე;
- ხუნევში კოშკის უბნის გზის სარეაბილიტაციოდ – 254 597 ლარზე;
- სოფელ ბაბში გზის აღსადგენად – 320 000 ლარზე;
- ნადაბურში (მე-4 და მე-11 ქუჩა) გზის სარეაბილიტაციოდ – 154 888 ლარზე;
- ვაშლევის გზის აღსადგენად – 150 000 ლარზე;
- ღარიხევის გზის სარეაბილიტაციოდ – 250 000 ლარზე;
- ბეჟათუბნის გზის აღსადგენად – 250 000 ლარზე;
- სარგვეშში ცისკაძეების და მაჭავარიანების საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ – 213 603 ლარზე;
- უჩამეთის გზის აღსადგენად – 246 456 ლარზე;
- თეთრაწყაროში საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ – 400 000 ლარზე:
- ღორეშაში ორჯონიკიძეების და მჭედლიძეების უბნის გზის აღსადგენად – 459 000 ლარზე;
- ლეღვანში ბურჯანაძეების და ვეფხვაძეების უბნის გზის სარეაბილიტაციოდ – 300 000 ლარზე;
- მარელისში ბერაწმინდის უბნის გზის აღსადგენად – 401 796 ლარზე;
- დეისში ზედა უბნის გზის სარეაბილიტაციოდ – 350 000 ლარზე;
- ღორეშაში კურტანიძეების და ნარაზოულის უბნის აღსადგენად – 300 000 ლარზე.
სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია, რომ ტენდერებში გამარჯვებულმა მშენებლებმა ორგანიზაციებმა ამ გზების რეაბილიტაცია 2027 წლის 31 აგვისტომდე უნდა დაასრულონ.
ფოტოზე: ხუნევში კოშკის უბნის გზა