2025 წლის საგამოცდო პროცესი  3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.  22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან.

10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. 

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.

გთავაზობთ 2025 წლის ეროვნული გამოცდები განრიგს

ქართული ენა და ლიტერატურა

3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

ოსური ენა
3 ივლისი (პირველი სესია);

უცხოური ენა – 7 ივლისი
ინგლისური ენა (პირველი და მეორე სესია);
რუსული ენა (პირველი სესია);
გერმანული ენა (მეორე სესია);

8 ივლისი
ინგლისური ენა (პირველი და მეორე სესია);
ფრანგული ენა (მეორე სესია);

ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
9 ივლისი (მეორე სესია);

ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
9 ივლისი (მეორე სესია);

ისტორია
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
11 ივლისი (პირველი სესია);

ქიმია
11 ივლისი (მეორე სესია);

მათემატიკა
14 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

გეოგრაფია
15 ივლისი (მეორე სესია);

სამოქალაქო განათლება
16 ივლისი (პირველი სესია);

ბიოლოგია
17 ივლისი (მეორე სესია);

ლიტერატურა
18 ივლისი (პირველი სესია);

ფიზიკა
21 ივლისი (პირველი სესია);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
22 ივლისი (პირველი სესია).

წყარო