„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში 2023 წელს გამარჯვებული პროექტები 2024 წელს განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილისგან, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოვიპოვეთ.
რა გახდა 2023 წელს სამოქალაქო ბიუჯტერირების პროექტების შეუსრულებლობის მიზეზი, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ვარლამ ჭიპაშვილი გვპასუხობს: „ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „არტემარემ“ ჯამში, ყველა პროექტზე იმაზე მეტი ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა, ვიდრე ამ პროგრამის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა შპს „არტემარეს“ დირექტორს ირაკლი თავაძეს ნოემბრის ბოლოს წერილობით მიმართა, რომ მას ხარჯთაღრიცხვა დაეკორექტირებინა. დეკემბერში მისგან დაკორექტირებული დოკუმენტები მივიღეთ“.
როდის გამოცხადდება ტენდერები გასულ წელს გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად, – ამ შეკითხვით მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, პეტრე შარიქაძეს მივმართეთ.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, შესყიდვების სამსახურს დოკუმენტაციას 2024 წლის თებერვალში გადასცემენ, რომ სამუშაოები უფრო მეტად მდგრად ამინდებში, გაზაფხულიდან, განხორციელდეს.
მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2024“-სთვის საპროექტო წინადადებების მიღება, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყება და საკონკურსო ვადებიც, გასულ წელთან შედარებით, უფრო შემჭიდროებული იქნება.
ვარლამ ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ამ პროგრამის შესახებ უკვე კარგად ინფორმირებულია და მოქალაქეების მხრიდან მეტ ჩართულობას ელოდებიან.
დაკორექტირებული პროექტები რამდენად ხარისხიანი იქნება და რის ხარჯზე შეიტანა ცვლილებები პროექტებში შპს „არტემარემ“, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს დავით დევდარიანს მივმართეთ.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტები მისაღები და გამოსაყენებელი იქნება. თუმცა, მაგალითად, სტადიონი ხელოვნურსაფარიანი და განათებით მოწყობილი ვერ იქნება, – გვიპასუხა დავით დევდარიანმა, – სურვილისა და მოთხოვნის მეტი რა არის, მაგრამ თითოეულ პროექტზე 30 ათას ლარზე მეტ თანხას ვერ დავხარჯავთ“.
შეგახსენებთ „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2023“-ის გამარჯვებულ პროექტებს:
„სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროგრამისთვის წლიურად 150 ათასი ლარია განსაზღვრული, თითოეულ პროექტზე – არა უმეტეს 30 ათასი ლარისა.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ 2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა და იმავე წელს ექვსი პროექტი განხორციელდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი