ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია.

წელს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  • წლის საუკეთესო პიესა
  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა.

`„საბა 20205“-ის მონაწილეთა სიას გაეცანით ბმულზე.