მარელისის სკოლა პირველია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებს შორის, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა.
სკოლას ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე მიენიჭა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს იმას, რომ სკოლას, გამართულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სწორად აქვს შემუშავებული ღონისძიებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა უფლებების დაცვის, უსაფრთხოების კუთხით, – ამბობს მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – საავტორიზაციო საბჭოს 12-ვე წევრმა მხარი ერთხმად დაგვიჭირა.
ერთადერთი შენიშვნაა, რომ მარელისში დაწყებითი სკოლის შენობაში ვიდეოკამერები განვათავსოთ. ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთწლიანი ვადა მოგვცეს“.
ავტორიზაციის პროცესი მარელისის სკოლაში 2023 წლის მარტიდან დაიწყო. მაშინ სკოლამ თვითშეფასების კითხვარი შეავსო და საავტორიზაციო საბჭოს გადაუგზავნა.
ავტორიზაციის პირველივე ეტაპი სკოლამ წარმატებით დაძლია.
2023 წლის 13-14 სექტემბერს სკოლა ადგილზე ექსპერტებმა შეამოწმეს – რამდენად რეალური იყო თვითშეფასების კითხვარი.
„ჩვენ, რადგან პირველები ვართ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის, მოტივაციასა და სტიმულს ვაძლევთ სხვა სკოლებს, რომ ავტორიზაციას ისინიც წარმატებით გაივლიან, – ამბობს ვერა ოდიკაძე, – მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, რადგან თქვენს მხარდაჭერას მედიაგაშუქებით ყოველთვის ვგრძნობთ“.
საჯარო სკოლების ავტორიზაცია 2023 წელს დაიწყო და 9 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ამ პროცესს 2030 წლის ჩათვლით საქართველოში მოქმედი ყველა საჯარო სკოლა გაივლის.
ავტორიზაციისთვის დაწესებული მოთხოვნები სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს მოიცავს. ავტორიზაციის საბოლოო მიზანია, რომ სკოლას თავისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ჰქონდეს და ის კონკრეტული სკოლის საჭიროებებზე, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და ინტერესებზე იყოს მორგებული.
ავტორიზაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან კიცხისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები ელოდებიან.
კერძო სკოლებისთვის ეს პროცესი 2012 წლიდან დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა კერძო სკოლამ – სასულიერო გიმნაზიამ ავტორიზაცია უკვე სამჯერ გაიარა.
ფოტოზე: მარელისის სკოლის პედაგოგთა ერთი ჯგუფი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი