

საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25 სკოლიდან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველი მარელისის სკოლა ჩაერთო.
სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ სკოლამ ავტორიზაციის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია. მარელისის სკოლის დირექტორის, ვერა ოდიკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ავტორიზაციის პროცესში ჩართული სკოლების 80%-ს დოკუმენტაცია დაუხარვეზეს და მათ ავტორიზაციის პირველი ეტაპი ვერ გაიარეს.
მაისის შუა რიცხვებიდან მარელისის სკოლაში განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ექსპერტები სკოლაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან.
საჯარო სკოლების ავტორიზაცია წელს დაიწყო და 2026-2027 სასწავლო წლისთვის უნდა დასრულდეს. ავტორიზაცია ექვს წელიწადში ერთხელ ჩატარდება.
კერძო სკოლებისთვის ეს პროცესი 2012 წლიდან დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა კერძო სკოლამ – სასულიერო გიმნაზიამ ავტორიზაცია უკვე სამჯერ გაიარა.
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების მუნით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ