ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორს, მათემატიკის წამყვან მასწავლებელს, ნატო შათირიშვილს „დამსახურებული მასწავლებელის ჯილდო“ გადაეცა.
ეს ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დააწესა.
ნატო მასწავლებელი დღეს, 4 ოქტომბერს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დააჯილდოვეს.
„ბოლო წლებია, მასწავლებლის სახლი ყოველწლიურად ყველა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პედაგოგს „დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოზე“ წარადგენს, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, – ხარაგაულში ბევრი დამსახურებული მასწავლებელია და ერთის შერჩევა ძალიან ძნელია.
წელს ამ ჯილდოზე ნატო შათირიშვილი შევარჩიეთ. ვთვლით, რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებს“.
ნატო შათირიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, ერქვას „საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამომარჩიეთ, – ამბობს ნატო შათირიშვილი, – 34 წელია, რაც სკოლაში მათემატიკას ვასწავლი. ეს წლები ნამდვილად საკმარისია ადამიანის შესაფასებლად. ვამაყობ იმით, რომ ამ წლების განმავლობაში მოსწავლეებთან კონფლიქტი არასდროს მომსვლია. საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პასუხისმგებლობით გამოვირჩევი. უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და მოსწავლეები“.
ნატო შათირიშვილს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ და ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა.
„დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლიდან დააწესა. ამ ჯილდოს მფლობელები ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან არიან – ალექსანდრა ჭიპაშვილი – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ცისნარი შველიძე – ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ეთერი პაპავა – ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი, ინესა კელენჯერიძე – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი.
ფოტოზე: ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე და „დამსახურებული მასწავლელებლის ჯილდოს“ მფლობელი ნატო შათირიშვილი
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ვცდილობ, ადამიანში კარგი ქცევა დავინახო და ცუდი დავივიწყო – ნატო შათირიშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი