

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი, წამყვანი მასწავლებელი ალექსანდრა ჭიპაშვილი საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.
ალექსანდრა ჭიპაშვილს ეს ჯილდოები დღეს, სწავლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ გადასცა.
„ეს უდიდესი ჯილდო 49 წლის დაუღალავი შრომის შედეგია, – წერს ალექსანდრა ჭიპაშვილი ფეისბუქ-გვერდზე, – მახსოვს, პირველად რომ შევაღე ბორითის სკოლის კარი. მაშინ 21 წლის ვიყავი. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ყოველი დღე მოსწავლეებზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა.
„საიდუმლო“ მინდა გაგიმხილოთ: ყოველ წელს საუკეთესოები იყვნენ ჩემი მოსწავლეები და მე არ მქონდა უფლება, ბოლომდე არ დავხარჯულიყავი მათთვის. ძალიან მიყვარდნენ. თურმე ისინიც მაფასებდნენ – ამას კომენტარებში ვკითხულობ. 25 წლის წინ კურსდამთავრებული მწერს: „ჩემო მასწავლებელო, დამრიგებელო, აღმზრდელო და დედა“ – აქ კომენტარი ზედმეტია. ღირს ამისთვის სიცოცხლე. მეამაყებით, ჩემო აღზრდილებო. ეს წარმატება თქვენი დამსახურებაა.
მადლობა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, რომლის დირექტორია ქალბატონი ლენა აბაშიძე. უდიდესია ამაში თქვენი წვლილი. მადლობას ვუხდი ქალბატონ მარინე ვეფხვაძეს და რესურსცენტრის კოლექტივს ჩემი შრომის დაფასებისათვის. მადლობა განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს, ქალბატონ ლალი სებისკვერაძეს თანადგომისთვის. უფალი გფარავდეთ ყველას. მე თქვენ მიყვარხართ.“
ვულოცავთ დამსახურებულ მასწავლებელს ამ წარმატებას და შემდგომშიც წინსვლას ვუსურვებთ.

დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ საზოგადოების
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის
2026 წლის 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ