5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ხარაგაულში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მასწავლებლების წარმოჩენით აღინიშნა. კინოთეატრის ფოიეში მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები – ნახატები, ნაქარგები და ხატები გამოიფინა.
მნახველთა მოწონება დაიმსახურა მარინე ვეფხვაძის (ხარაგაულის #2 და წყალაფორთის სკოლები), დალი ლურსმანაშვილის, ნანა კვინიკაძის (ხარაგაულის #3 სკოლა), მანანა თხელიძის (ლაშე), რუსუდან ფოჩხუას (ღორეშა), ლელა დუმბაძის (ვაშლევი), ზეინაბ ბუაჩიძის (სასულიერო გიმნაზია), მელანო ნათენაძის (ბორისა და ბაზალეთის სკოლები), მარიამ ქველაძის (ნადაბური), ჟუჟუნა კალანდაძის (კიცხი), ირმა ყრუაშვილის (საღანძილე) ნამუშევრებმა.
კინოთეატრის სცენაზე კი სიმღერითა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული მასწავლებლები წარდგნენ. ღონისძიება უფლის საგალობელით გახსნა გიმნაზიის პედაგოგთა მგალობელთა გუნდმა დალი ხარატიშვილის, ლაურა მანაგაძის, ზეინაბ ბუაჩიძისა და თორნიკე ბაკურაძის შემადგენლობით.
საკუთარი ლექსები წაიკითხეს ხარაგაულის #2 სკოლის ყოფილმა დირექტორმა ვალერი გოგნაძემ, ვაშლევის სკოლის მასწავლებელმა ქეთევან გოგოლაძემ, ბაზალეთის სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა.
მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს ღონისძიება პედაგოგებმა – რუსუდან თაბაგარმა (ხარაგაულის #2 სკოლა), ირინე შარიქაძემ (ლეღვანის სკოლა) და კიცხის სკოლის მომღერალ მასწავლებელთა გუნდმა. მხატვრულად წაიკითხა მურმან ლებანიძის ლექსი „ლეგენდად დარჩეს“ კიცხის სკოლის მასწავლებელმა მედეა ნიქაბაძემ.
საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ირინე ჩხეიძესა და ბათუ კიკნაძეს მიჰყავდათ, მუსიკალური ნომრები შეასრულეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა, კვარტეტმა და მოსწავლეთა სახლის მომღერალ გოგონათა გუნდმა.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე ხიდრის სკოლის დირექტორს, ეთერი პაპავას „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო“ გადასცეს. „დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. ამ ჯილდოზე ეთერი მასწავლებელი ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წარადგინა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ, სასულიერო გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა მამა პავლემ (ცერცვაძე).
ყველაზე საპასუხისმგებლო, საამაყო და საპატიო – ასე აფასებდნენ გამომსვლელები მასწავლებლის პროფესიას. მასწავლებელი ხომ მოსწავლეს, საგანთან ერთად, ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას, ადამიანებისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულს უნერგავს. მასწავლებელი ბავშვის სულის მესაიდუმლე და აღმზრდელია.
„მინდა შევთხოვო უფალს, რომ თითოეულ პედაგოგს მოგვცეს მადლი, რომლითაც აღვზრდით ჩვენს მოსწავლებს – შემოქმედისა ჩვენისა სადიდებლად, მშობელთა ჩვენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ“, – აღნიშნა მამა პავლემ საზეიმო ღონისძიებაზე.
მასწავლებლის დღის ორიგინალურად აღნიშვნა ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) თანამშრომელს ლელა შარიქაძეს ეკუთვნის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26-ვე სკოლა ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.