ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ლირიული სიმღერის ტრადიციული ფესტივალი „სულიკო 2023“ გაიმართა.
ამ ფესტივალში იმერეთის რეგიონში მოქმედი ათი მუსიკალური ჯგუფი მონაწილეობდა.
ნომინაციაში საუკეთესო ვოკალური ჯგუფი „ხარაგაულის კვარტეტმა“ გაიმარჯვა. ამ კვარტეტის შემადგენლობაში არიან – გია მეიფარიანი, დავით კვირიკაშვილი, გიორგი მაქაძე, ლია ჯანიაშვილი.
„ხარაგაულის კვარტეტმა“ ფესტივალზე კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის ორი სიმღერა – „შენი ხილვა“ და „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“ შეასრულა. მათ ამ სიმღერების მომზადებაში მუსიკოსი მადონა გაფრინდაშვილი დაეხმარა.
ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კომპოზიტორები – რუსუდან სებისკვერაძე, ნუცა ჯანელიძე და რომან რცხილაძე.
„ჟიურის წევრებს გადაწყვეტილების მიღება და საუკეთესო შემსრულებლების გამოვლენა ძალიან გაგვიჭირდა, – ამბობს რუსუდან სებისკვერაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – ყველა ვოკალური ჯგუფი კარგად მომზადებული იყო.
იმერლები და იმერეთი განსაკუთრებულად მიყვარს – ჩემი გვარი უბისიდანაა, თავად მე კი ზესტაფონში დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ იმერლების დახვეწილ გემოვნებასა და საშემსრულებლო ოსტატობას კარგად ვიცნობ.
ფესტივალი „სულიკო“ რომ ყოველწლიურად ტარდება, ეს ძალიან მახარებს. ქართული ლირიული სიმღერების შესრულების ტრადიციის გაგრძელებას მივესალმები.
ჩემო ხარაგაულელებო, მიყვარხართ ძალიან და რაც შემეძლება, – სიმღერებს, ყურადღებასა და სიყვარულს არ მოგაკლებთ“.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრანპრი ზესტაფონში მოქმედ ანსამბლ „ბერმუხას“ გადაეცა.
I ადგილი დაიმსახურა თერჯოლის ანსამბლმა „იამე“;
ll ადგილი – ვანის ანსამბლმა „სავანე“;
III ადგილი წილად ხვდა ქუთაისის #3 სამუსიკო სკოლის კვარტეტს.
ფესტივალზე „სულიკო“ ხარაგაულელებმა რამდენჯერმე გრან-პრი დაიმსახურეს – 1988 წელს – ანსამბლმა „შემოძახილი,“ 2008 წელს – ანსამბლმა „ოდილა,“ 2016 წელს – სალომე კვირიკაშვილმა, 2017 წელს – თიკო ჯანიაშვილმა;
2018 წელს ანსამბლი „კახორი“ ამ ფესტივალის „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლად“ დასახელდა;
2019 წელს მეორე ადგილზე გავიდა ნინო რამიშვილი;
2022 წელს ანსამბლმა „ხარაგაულის ხმები“ პირველი ადგილი, ხოლო „ოდილამ“ ვარინკა წერეთლის სახელობის პრიზი დაიმსახურეს.
ლირიული სიმღერის ფესტივალი 1981 წელს ზესტაფონის რაიონის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, მამუკა ასლანიკაშვილმა დააფუძნა. ფესტივალი ატარებს ასევე ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელსაც, რომელმაც აკაკი წერეთლის ლექსზე „სულიკო“ ამავე სახელწოდების სიმღერა შექმნა.
ფოტოზე: „ხარაგაულის კვარტეტი“ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მეუფე მელქისედეკთან (ხაჩიძე), მოძღვარ მამა პავლესთან (ცერცვაძე) და ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორ მამუკა ჭიპაშვილთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი