

31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო გერმანიაში ამ ვიზიტთან დაკავშირებით.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე, ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.
სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია,
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის