მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2023 წლის 12 ივლისს გამოცხადებულ განმეორებით ტენდერში მშენებელი კომპანიებისგან წინადადებების მიღების ვადა დღეს, 15 აგვისტოს, ამოიწურა.
მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სატენდერო თანხა, 2023 წლის 16 მაისს გამოცხადებულ ტენდერთან შედარებით, 4 079 746 ლარით გაზარდა, მშენებელი კომპანიები ტენდერში მონაწილეობით არც ამჯერად დაინტერესდნენ.
ამის გამო მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერიც ჩაშლილად გამოცხადდა.
დავაზუსტებთ, რომ 2023 წლის 12 ივლისს გამოცხადებულ განმეორებით ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 89 754 412 ლარი იყო განსაზღვრული;
ხოლო 2023 წლის 16 მაისს გამოცხადებულ ტენდერში – 85 674 666 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“, ხელშეკრულების მიხედვით, გზის რეაბილიტაცია 2021 წლის მაისში უნდა დაემთავრებინა.
„აკკორდმა“ გზის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. 2022 წელს გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩაიშალა.
ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ამ გზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ეს გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი