

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
კანონი საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა პირობითად გათავისუფლებასა და სანქციების შემცირებას ითვალისწინებს.
ეს საკითხი პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარუდგინა.
მიღებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, დამსაქმებლები პირობითად განთავისუფლდებიან 2025 წლის 1 მაისის შემდეგ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებისგან.
გათავისუფლების მთავარი პირობაა, რომ მათ საპენსიო შენატანები და საურავები სრულად დაფარონ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
მცირდება ჯარიმების ოდენობაც – პირველ და განმეორებით შემთხვევებში მოქმედი 500 და 1000-ლარიანი სანქციების ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა 300 ლარამდე მცირდება.
კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს:
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა