

თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის (აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის) ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, 2026 წლის 12 ოქტომბრამდე შეგიძლია შეიტანო განაცხადი, რათა შეუერთდე „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას.
EU NEIGHBOURS east პროექტმა ახალი კონკურსი 15 სექტემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მისაღებად შენ უნდა იყო:
წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს შინ და საზღვარგარეთ წარმოადგენენ. მეტის გაგება YEAs-ის გვერდზე შეგიძლია.
განაცხადის შესატანად კანდიდატებმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი.
ათი წლის წინ დაარსებული ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს.
დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ
„ძალიან გვინდა ხევის ბაღი მალე გაიხსნას, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ხარაგაულის თვითმმართველობა ყოფილი უნივერმაღის შენობაში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბორის საჯარო