

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 1 360 000 ლარია.
ყველაზე მეტი – 18 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში, 13 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 11- ქვემო ქართლში, 8-8 – აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში, 7-7 – შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 – კახეთში, 3 – სამცხე ჯავახეთში, 1 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.
წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ
„ძალიან გვინდა ხევის ბაღი მალე გაიხსნას, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ხარაგაულის თვითმმართველობა ყოფილი უნივერმაღის შენობაში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბორის საჯარო