უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
2024-2025 აკადემიური წლისათვის “FLEX” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფინალისტების შერჩევა. უფროსკლასელთა რეგისტრაცია 1 აგვისტოს დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით.
აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
“FLEX” პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება ელექტრონულად შევსებული აპლიკაციის; რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, (2) 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც (3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, (4) არიან საქართველოს მოქალაქეები (4) ირიცხებიან და სწავლობენ სკოლაში, საქართველოში და (5) ფლობენ ინგლისურ ენას.
“FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე და 2006 წლის 15 თებერვლიდან 2009 წლის 15 ივლისამდე დაბადებული.
2023-2024 წლისთვის პირველი და მეორე ეტაპი ჩატარდება ონლაინ, 2023 წლის 1 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე. ნახევარფინალი კი ჩატარდება ლაივ რეჟიმში, რაც გულისხმობსn- პირად გასაუბრებასა და ტესტირებას. მსურველებს პროგრამის შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი რეგიონიდან, სადაც ხემისაწვდომია ინტერნეტი ან არის ტელეფონის/კომპიუტერის გამოყენების შესაძლებლობა.
I რაუნდი ჩატარდება აგვისტოში. იგი მოიცავს ონლაინ აპლიკაციასა და 3 ესსეს კითხვებს, რომლებიც უნდა ჩაბარდეს აპლიკაციის დაწყებიდან 10 დღეში. მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე: https://ais.americancouncils.org/flex
II რაუნდში, აპლიკაციის ეტაპის გავლის შემდეგ შერჩეული მონაწილეები დაწერენ ინგლისური ენის ონლაინ ტესტს. ფინალური რაუნდი რაუნდი მოიცავს პირისპირ გასაუბრებას, 2 ესსეს კითხვას, ინგლისური ენის გაძლიერებულ ტესტს და სრულ აპლიკაციას.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საფეხურს წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მოსწავლეები ინფორმაციას ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისიდან მიიღებენ.
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ FLEX-ის პროგრამით ამერიკაში ხარაგაულიდან 2016-2017 წელს ფერიდე ბერაძე სწავლობდა, 2019-2020 წლებში – სალომე მაჭავარიანი, 2021-2022 წლებში კი კესო ჩხიკვაძე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.