» ანდრიაობას რკინისჯვარზე ორგანიზებული ტური ვერ შედგება| ჩემი იმერეთი
მთავარი ახალი ამბები საზოგადოება პოლიტიკა რეკლამა

ანდრიაობას რკინისჯვარზე ორგანიზებული ტური ვერ შედგება

საზოგადოება|02.05.2023 | ნახვა: 995

12 მაისს, ანდრიაობას, მთა რკინისჯვარზე პილიგრიმული ტურის ტრადიციას საფუძველი ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა 22 წლის წინ ჩაუყარეს.

2020-2022 წლებში ეს ტური, კორონავირუსის პანდემიის გამო, ვერ შედგა.

„სამწუხაროდ, ორგანიზებულად რკინისჯვარზე ვერც წელს გავემგზავრებით, – ამბობს ამ პილიგრიმული ტურის ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა ხარატიშვილი, – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მკვეთრი პოზიცია აქვს – მაღალი გამავლობის ავტომობილები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გზებს აზიანებს და მეორე – მნიშვნელოვანია ამ ავტომობილების ბორტზე მგზავრთა უსაფრთხოება.

ბოლო სამი წელია, მე და ჩემი მეგობრები ანდრიაობას, 12 მაისს, რკინისჯვარის მოსალოცად ცხენებით ავდივართ. გასულ წელსგზაში სამი გარდაბნელი ახალგაზრდა შეგვხვდა – რკინისჯვარი ფეხით მოევლოთ.

ასე რომ, ორგანიზებული ტური ვერ შედგება; თუმცა, საკუთარი სურვილით რკინისჯვარის მოლოცვა ყველას შეუძლია“.

12 მაისს საქართველოში ქრისტეს მოწაფის, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე აღინიშნება. ლეგენდის თანახმად, ქრისტიანობის საქადაგებლად ჯავახეთისკენ მიმავალმა ანდრია მოციქულმა ხარაგაულში მდებარე მთა გადმოიარა და იქ ჯვარი აღმართა. ამის შემდეგ ეწოდება ამ მთას რკინისჯვარი.

რკინისჯვარის მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 2 349 მეტრზე მდებარეობს. ამ პარკში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ბილიკიცაა.

12 მაისს ანდრიაობის რკინისჯვარზე აღნიშვნის დღესასწაულში 2019 წელს ათასამდე მომლოცველი ჩაერთომომლოცველებთან ერთად მაშინ რკინისჯვარზე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:

ანდრიაობა რკინისჯვარზე
ხარაგაულში, ანდრიაობას, რკინისჯვარზე
მომლოცველები რკინისჯვარზე