ხარაგაულში, უკვე მე-15 წელია, 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მთა რკინისჯვარის მოლოცვით აღინიშნება.
ხარაგაულელი ახალგაზრდებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, წელს ანდრიაობა, გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით დიდ მასშტაბებს მიიღებს.
ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის, ბერიკა თურმანიძის, ინფორმაციით, ანდრიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსვლელობა 11 მაისს თბილისიდან დაიწყება. ორგანიზატორები სიონის საკათედრო ტაძრიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატს წამოაბრძანებენ.
იმავე საღამოს, 8 საათზე, ხარაგაულის სამლოცველო სახლში პარაკლისი აღევლინება. ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე მომლოცველებს ხარაგაულისა და რკინისჯვრის ისტორიას გააცნობს.
12 მაისს მთა რკინისჯვარის მიმართულებით მსვლელობა დილის 6 საათზე დაიწყება. მოწვეულ სტუმრებს, ქუთაისელი მეგობრების დახმარებით, მაღალი გამავლობის ათი ავტომანქანა „ჯიპით“ მოვემსახურებით.
მსვლელობაში მონაწილეებისათვის დაქირავებულია ე.წ. სამხიდიანი ავტომობილები. მგზავრობის ღირებულება 10 ლარია. მსურველებს ასევე მოემსახურება „ვილისის“ ტიპის ავტომანქანები, ერთი ადამიანის მგზავრობის ღირებულება 20 ლარი იქნება.
მომლოცველები გაივლიან სოფელ დიდ სახვლარში, სადაც მოეწყობა იქ დამზადებული სოფლის ნობათის გამოფენა. მსველობაში მონაწილეები დაათვალიერებენ სოფლის ულამაზეს ხედებს და გაეცნობიან ამ სოფლის ტურისტულ პოტენციალს.
რკინისჯვარზე ავაბრძანებთ ანდრია პირველწოდებულის ხატს, სასულიერო პირები აღავლენენ პარაკლისს. მსვლელობა დაახლოებით საღამოს 23 საათზე დასრულდება“, – გვამცნობს ბერიკა თურმანიძე.
ანდრიაობას მთა რკინისჯვარის მოლოცვის მსურველებს თან უნდა ჰქონდეთ საწვიმარი, თბილი ქურთუკი, ქუდი, ხელთათმანი, მზის სათვალე და სათადარიგო ფეხსაცმელი.
მსვლელობის ღირებულებაში არ შედის კვება, იკრძალება ალკოჰოლური სასმელების წაღება. მსვლელობაში მონაწილე არასრულწლოვანს თან უნდა ახლდეს პასუხისმგებელი პირი.
ანდრიაობის ტრადიციას 15 წლის წინ ხარაგაულელმა შოთა ხარატიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.