

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
თქმულების თანახმად, ქრისტეს მოციქულმა საქართველოში ყოფნისას რამდენიმე მთაზე აღმართა ჯვარი. გადმოცემით, ერთ-ერთი ასეთი მთა ხარაგაულის ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარეობს (ზღვის დონიდან 2439 მეტრი), რომელსაც ადგილობრივები რკინისჯვარს უწოდებენ.
ანდრიაობის დღესასწაულზე მთა რკინისჯვარის მოლოცვას ჩვიდმეტწლიანი ტრადიცია აქვს.
მსვლელობის მონაწილეებმა 11 მაისს თბილისის სიონის საკათედრო ტაძრიდან ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარი ხატი ხარაგაულში ჩამოაბრძანეს. 12 მაისს დილით კი მომლოცველები ხატთან ერთად რკინისჯვარზე გაემართნენ.
მომლოცველებთან ერთად იმყოფება საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი.
ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულელი ახალგაზრდების ჯგუფი, მხარდაჭერები – ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ფოტოებზე: მომლოცველები რკინისჯვარზე, 2018 წ. 12 მაისი, შოთა ლომიძის ფოტო;
ელიზაბედ რუთი ხარაგაულის მუზეუმში, 2019 წ. 11 მაისი, მარიკა ხარატიშვილის ფოტო.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის
დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ