

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული განმეორებითი ტენდერი, მასში მონაწილე ხუთივე კომპანიის დისკვალიფიკაცის გამო, ჩაიშალა.
„ჯერჯერობით, ამ გზის რეაბილიტაციისთვის ახალი ტენდერის გამოცხადების ვადებზე ინფორმაციის გაზიარება გაგვიჭირდება, – გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. წინასწარი ინფორმაციით, ამ ტენდერისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა“.
შეგახსენებთ, რომ ამ გზის რეაბილიტაციისთვის 2022 წლის 14 ოქტომბერს ხელმეორედ გამოცხადებული ტენდერით 87 455 490 ლარი იყო განსაზღვრული და ამ სამუშაოებისთვის თანხა აზიის განვითარების ბანკმა გამოყო.
მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“, ხელშეკრულების მიხედვით, გზის მშენებლობა 2021 წლის მაისში უნდა დაემთავრებინა.
ფოტოზე: ცენტრალური საავტომობილო გზა წიფაში
ამავე თემაზე
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!