მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტმა ინტენსიური მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეწყერის გამო, რიკოთის ავტობანი ჩაიკეტა.
თუმცა, ეს გზა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მის გავლას მძღოლები ჯოჯოხეთს ადარებენ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მოვლა-პატრონობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიების – შპს „არალისა“ და შპს „ბორანის“ ვალდებულებაა.
გუშინ, 7აპრილს, ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა გზის შეკეთება დაიწყეს. შპს „არალის“ წარმომადგენლის, დემეტრე თათეშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, გრეიდერით ჩუმათელეთიდან წიფამდე გზა მოასწორეს და დახრეშეს, ხოლო შპს „ბორანის“ წარმომადგენლის, გოგი თხელიძის თქმით, გზის შეკეთება ვახანის წყლიდან ბაბამდე შეძლეს.
დღეს, 8 აპრილს, ძლიერი წვიმის გამო, გზის შეკეთება ორივე მხრიდან შეჩერებულია. ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელია. შპს „არალი“ და შპს ბორანი“ გზის შეკეთების გაგრძელებას ამინდის გაუმჯობესებისთანავე გვპირდებიან.
აქვე გაცნობებთ, რომ დღეს, 8 აპრილს რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. 07:00 საათიდან 19:00 საათამდე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.
მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“, ხელშეკრულების მიხედვით, გზის მშენებლობა 2021 წლის მაისში უნდა დაემთავრებინა.
ამ გზის რეაბილიტაციისთვის ხელმეორედ გამოცხადებული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუშინ, 7 აპრილს, ჩაშლილად გამოაცხადა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი