რიკოთის მშენებარე ავტობანზე, ხევში, მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გავრცელებული ინფორმაციით, ეს მეწყერული უბანი, სპეციალისტების დაკვირვების ქვეშაა.
„კლიმატური პირობების გაუარესების გამო, შესაძლო მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით დაკეტილია.
ამ ეტაპზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.
დაკვირვების პროცესი აღნიშნულ მეწყრულ უბანზე სპეციალისტების მიერ გრძელდება და როგორც კი მოგვეცემა მათ მიერ რეკომენდაციები, გაიხსნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.
დღეს, 30 მარტს, გამთენიას, რიკოთის მშენებარე ავტობანის 149-ე კილომეტრზე, სოფელ ხევში, მეწყერი ჩამოწვა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზესტაფონი-ხაშურის მონაკვეთსა და ძირულას ხეობის სოფლებში გადაადგილდებიან და დღეს, უგზოობის გამო, პრობლემები შეექმნათ.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
რიკოთის ავტობანი – სატრანსპორტო ცენტრი თუ მუდმივად პრობლემური მონაკვეთი
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.