ბორითის საჯარო სკოლამ, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ პროექტის განხორციელება დაიწყო.
„ეს ჯერ კიდევ ტაბუირებული თემაა და ამ საკითხის ირგვლივ ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის მიწოდება მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ბორითის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რაგული კალანდაძე, – სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში რამდენიმე თავი ეთმობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ნაადრევი ქორწინების რისკებს. თუმცა, ეს არასაკმარისია.
სკოლის უფროსკლასელებმა, სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თავად მოინდომეს და პროექტი შევიმუშავეთ. პირველი შეხვედრა ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ქუთაისის ოფისში შედგა. ეს ორგანიზაცია, ათეული წლებია, ხელს უწყობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთლობის შესახებ განათლების გავრცელებას“.
„ჰერა XXI“-ის ქუთაისის ახალგაზრდული ჯგუფის კოორდინატორი თეა მარგველაშვილი მოხარულია, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე სწორი ინფორმაციის მიღებით რეგიონის სკოლა დაინტერესდა.
„მოზარდისთვის რეპროდუქციულ საკითხებზე პროფესიონალებისგან საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომავალში ბევრ პრობლემას აგვაშორებს, – ამბობს თეა მარგველაშვილი, – მოზარდმა უნდა იცოდეს, როგორ ფუნქციონირებს მისი რეპროდუქციული სისტემა, სექსუალური ჯანმრთელობის კუთხით რა უფლებები გააჩნია.
განათლების სამინისტროში მსჯელობენ, ეს როგორც სავალდებულო საგანი, ისე ასწავლონ თუ არა. საუბარია იმაზე, რომ ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები გადამზადდნენ.
ბორითის სკოლას აპრილში ვესტუმრები და მოსწავლეებთან ერთად მათ მშობლებს შევხვდები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ საკითხების სწავლებას მოწინააღმდეგეები უფრო მეტად მშობლებში ჰყავს. ბორითის სკოლასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ“.
ბორითის სკოლის მეთერთმეტეკლასელი საბა წიქარიშვილი ამბობს, რომ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება პროფესიონალებისგან ურჩევნია, ვიდრე – ინტერნეტიდან. მისი თანატოლებიც ამ თემებზე ცოდნის მიღებისთვის მზად არიან და ფიქრობენ, რომ ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრების დამკვიდრებისთვის ეს აუცილებელია.
„ბორითის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მშობლები სკოლაში მიგვიწვია და გვაცნობა, რომ სკოლა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ პროექტში ჩართვას აპირებდა, – ამბობს მშობელი სოფო უფლისაშვილი, – პირადად მე ამ პროექტს მივესალმები, ვინაიდან მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ ამოიცნონ და დაიცვან თავი სექსუალური მოძალადისგან; როგორ აიცილონ თავიდან ნაადრევი ქორწინება, რასაც, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები და ფსიქოლოგიური ტრავმა მოჰყვეს. ეს ინფორმაციები მოსწავლეებს პროფესიონალებისგან უნდა მიეწოდოს“.
ბორითის სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები უახლოეს მომავალში სქესობრივი განათლების საკითხებზე ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან შეხვედრას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო განათლების ხუთწლიან პროგრამაში ხარაგაულიდან ჩართულია 6 სკოლა – ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის სკოლები.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ბორითის სკოლის მოსწავლეები ასოციაცია „ჰერა XXI-ში“ საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ
ამავე თემაზე
„სამოქალაქო განათლების პროგრამა“ ცოდნის მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს“
სამოქალაქო საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებით გაძლიერდება
„საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილს შევიტანთ“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი