საქართველოს 650 სკოლაში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მიმდინარეობს.
ამ ხუთწლიან პროგრამაში მონაწილეობისთვის იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) შეირჩა.
ბორის საჯარო სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია ბარბაქაძე გვესაუბრება.
„მოხარული ვარ, ამ პროექტში რომ ჩავერთეთ, – ამბობს მაია ბარბაქაძე, – ჩვენს სკოლას პროექტული სწავლების, USAID-თან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა, სამოქალაქო განათლების ეს პროგრამა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს.
მოსწავლეები მეტად მოტივირებულები და დაინტერესებულები არიან. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი და ფუნქცია სასკოლო ცხოვრებაში მეტად უნდა გააქტიურდეს. მოსწავლეებს ამ კუთხით ინტერესი გაუჩნდათ.
ამ პროგრამით პირველი პროექტი ტოლერანტობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განვახორციელეთ. ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები გავმართეთ. კვირის ბოლოს უბისის სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებს ვესტუმრეთ. მათ სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადავეცით.
USAID-მა რესურსები შეგვიძინა და მოსწავლეებმა ხელნაკეთი აქსესუარები შექმნეს. ეს ნივთები სკოლაში გავყიდეთ და მიღებული თანხით სოციალურად დაუცველ პირებს საახალწლოდ პროდუქტები შევუძინეთ.
წლის ბოლოს, სამოქალო კლუბის მოსწავლეთა ინიციატივით, სკოლის საახალწლო ღინისძიებაზე სტუმრად მოვიწვიეთ უბისის საჯარო სკოლის უკრაინელი მოსწავლეები – ვოვა კოსტენკო, საშა და მარინე კოტიჰები. მათ მონაწილეობა მიიღეს ჩვენს აქტივობებში. მარინემ ღონისძიებაზე უკრაინულ ენაზე იმღერა, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური იყო ყველა მსმენელისთვის.
სამოქალაქო განათლება და პროექტული სწავლება ცნობიერების ამაღლებას, ემპათიას, თანამშრომლობისა და თანასწორობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას ხელს უწყობს. მოსწავლეებს ასეთი პროგრამებით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის, ამ ცოდნის მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობა აქვთ.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაზე დიდ იმედებს ვამყარებთ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ მაია ბარბაქაძესთან და სკოლის დირექტორ მაია გაგოშიძესთან ერთად
ამავე თემაზე
სამოქალაქო საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებით გაძლიერდება
„საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილს შევიტანთ“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი