საქართველო მსოფლიოს საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ღონისძიების „დედამიწის საათი“ აღსანიშნავ კამპანიას უერთდება.
25 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 საათიდან კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს.
2023 წელს, „დედამიწის საათი“ ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებაზე ტყისა და ეკოსისტემების დაცვის მიმართულებებით, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი გარემოსდაცვითი გამოწვევა.
„გარემოსდაცვითი ღონისძიების – „დედამიწის საათი” აღნიშვნის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. საქართველოში აღნიშნულ კამპანიას უერთდებიან როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციები. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და გავაცნობიეროთ ჩვენი ქმედებების მნიშვნელობა გარემოს დასაცავად,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
„დედამიწის საათის“ აღნიშვნის კამპანიის ფარგლებში, 25 მარტს, 20:30 საათიდან ერთი საათის განმავლობაში, ელექტროენერგია გამოირთვება ისტორიულ და საჯარო ორგანიზაციების შენობებში.
გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, „დედამიწის საათს“ საფუძველი 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით ჩაეყარა.
ამავე თემაზე
25 მარტს ერთი საათი დავუთმოთ დედამიწას – ჩავაქროთ შუქი საცხოვრებელ სახლებსა და საწარმოებში
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი