
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act-ი), – „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.
პალატაში 433 კონგრესმენია – 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმაა საკმარისი.
საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა. წინააღმდეგ 42 კონგრესმენი იყო, 42-ს ხმა საერთოდ არ მიუცია.
ეს კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გაასაჯაროვა იმ პირთა სია, რომელთაც „MEGOBARI აქტის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციები დაუწესდებათ.
სიაში არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
ამავე სიაში მოხვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი.
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ჯო უილსონი წერს, რომ სანქციები შეეხებათ პარლამენტარებს, მოსამართლეებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ პირებს, ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მთავარ პროკურორს.
„MEGOBARI აქტის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, სანქციები შეეხებათ ბიზნესმენებსა და „პროპაგანდისტებად“ ხსენებულ მედიამენეჯერებს.
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო […]
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან