

მარტის ბოლო შაბათ დღეს მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი ღონისძიება „დედამიწის საათი“ აღინიშნება.
ეს ღონისძიება გულისხმობს ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გამორთვას. პირველად „დედამიწის საათი“ 2007 წელს ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა(WWF) ჩაატარა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულ კამპანიას კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და ორგანიზაციები შეურთდნენ.
„დედამიწის საათი“ კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავს მიზნად.
დედამიწის საათი ყოველ წელს, მარტის ბოლო შაბათ დღეს იმართება და დღესდღეობით 190-ზე მეტ ქვეყანასა და მილიონობით ადამიანს აერთიანებს. „დედამიწის საათის“ ყველა მონაწილე, ერთი საათით, ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარის თქმით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
2023 წელს „დედამიწის საათი“ საქართველოში 25 მარტს 20:30 საათზე დაიწყება.
„შემოგვიერთდით 60 წუთით, – მოგვიწოდებს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი CENN, – ერთი საათი დავუთმოთ დედამიწას ყველამ. როდესაც დედამიწაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებსა და ღირსშესანიშნაობებში სინათლე ჩაქრება, დავისვენოთ ყოველდღიური რუტინისგან და გავერთიანდეთ ჩვენი პლანეტის გადასარჩენად“.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,