ლეღვნიდან ხარაგაულამდე მგზავრობა 4 ლარი ღირს, რაც მოსახლეობისთვის დიდი ფინანსური ტვირთია.
ამ თანხის გადახდა განსაკუთრებით იმ ადამიანებს უჭირთ, ვინც ხარაგაულში მუშაობს და მგზავრობა ყოველდღიურად სჭირდებათ.
„საწვავსა და ავტომანქანის მოვლაში არ მყოფნის მთელი შემოსული თანხა, – ამბობს ლეღვანი-ხარაგაულის მიკროავტობუსის მძღოლი ბეჟან თაბუკაშვილი, – თუ თანადაფინანსება იქნება, მაგას რაღა აჯობებს. გეთანხმებით, 4 ლარი ძვირია, მაგრამ მეც რა ვქნა?! ადგილობრივი მთავრობა გვპირდება, რომ მეორე კვარტლიდან დაგვაფინანსებენ. ვნახოთ, რა იქნება.
აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება ლეღვანი-ხარაგაულის სვლაგეზის თანადაფინანსებას და კიდევ რომელი მიმართულებით გეგმავს მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ:
„მგზავრთა ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის მოსახლეობიდან არაერთ მიმართულებაზეა მოთხოვნა. თუმცა, ამ წუთში ბიუჯეტის რესურსი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ძირულას ხეობის სოფლებისთვის შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება, რომელიც საქასრია – ხევის მიმართულებით იმოძრავებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური მუშაობს, რომ მოიკვლიოს რა დაუჯდება ბიუჯეტს ტრანსპორტის თანადაფინანსება ლეღვანი-ხარაგაულისა და კიცხის ზონის სოფლების მიმართულებებით; კიცხის ზონა ვარძიას, წყალაფორეთსა და ხიდარს მოიცავს.
ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ მიმართულებებით მგზავრობა, თანადაფინანსების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დავაფინანსოთ, რაც მოქალაქეებს შეღავათიან ფასად მგზავრობის შესაძლებობას მისცემს. ამისთვის ტენდერებს მიმდინარე წლის განმავლობაში გამოვაცხადებთ.
სხვა მიმართულებებზე ახლა დაპირებას ვერ მოგცემთ, თითქმის ყველა სოფლიდან სურთ მოსახლეობას, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს, რადგან ბიუჯეტიდან თანადაფინანსება არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის მგზავრობას აიაფებს, არამედ მიკროავტობუსის რეგულარულად მოძრაობაობის გარანტიასაც ქმნის. მომავალი წლიდან შევეცდებით, რომ ბიუჯეტიდან სუბსიდირებული სვლაგეზების რაოდენობა გავზარდოთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
მოქალაქეების ტრანსპორტირების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი