ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, მგზავრთა ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის, ხუთი ტენდერი გამოაცხადა: ნადაბური-ხარაგაულის, ხარაგაული-ზვარის, ხარაგაული-სხლითის, ხარაგაული-თეთრაწყარო-კიცხისა და ვახანი-ვახანისწყლის მიმართულებებით.
1. ნადაბურიდან ხევის, ხუნევის, უბისის, სარგვეშისა და ბაზალეთის გავლით ხარაგაულამდე მგზავრობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 520 ლარით დაფინანსდება, თანადაფინანსების სახით.
ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „ფრიდონ გელაშვილი“ მგზავრებს ნადაბურიდან ხარაგაულამდე კვლავ კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და ოთხშაბათს მოემსახურება.
მიკროავტობუსი ნადაბურიდან 07:30 საათზე გამოვა, ხოლო ხარაგაულიდან უკან 13:00 საათზე დაბრუნდება.
ნადაბურიდან სარგვეშამდე, ბაზალეთამდე და ხარაგაულამდე მგზავრობა ერთი ლარი ეღირება, ხოლო სხვა სოფლებამდე – 0.5 ლარი.
2. ხარაგაულიდან ზვარემდე მოქალაქეთა მგზავრობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 560 ლარით დაფინანსდება, თანადაფინანსების სახით.
ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „დავით ხარაძე“ მგზავრებს კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს მოემსახურება.
ხარაგაულიდან ზვარემდე მიკროავტობუსი დილით 08:00 საათზე გავა, ხოლო უკან 14:00 საათზე დაბრუნდება. მგზავრობის ღირებულება ზვარემდე 1.50 ლარი იქნება, მოლითამდე 1 ლარი, ხოლო მარელისამდე 0.60 ლარი.
3. ხარაგაულიდან სხლითამდე მგზავრთა შეღავათიანად ტრანსპორტირება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 320 ლარით დაფინანსდება, თანადაფინანსების სახით.
ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „მურთაზ ტაბატაძე“ მგზავრებს კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს მოემსახურება.
სხლითიდან მიკროავტობუსი 08:00 საათზე გამოვა, ხოლო ხარაგაულიდან უკან 15:00 საათზე დაბრუნდება. მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება.
4. ხარაგაული–საავადმყოფო-თეთრაწყარო-კიცხის მიმართულებით მიკროავტობუსი ყოველდღე შვიდ სვლაგეზს შეასრულებს. ეს მიკროავტობუსი სამშაბათობით ფარცხნალის, ხოლო ხუთშაბათობით ბაზალეთის მოსახლეობას დღეში ორჯერ მოემსახურება.
ხარაგაულიდან საავადმყოფომდე მგზავრობა 0.20 ლარი ეღირება, ფარცხნალამდე 0.30 ლარი, ქროლი-ბაზალეთის საზღვრამდე (თეთრი კლდე) 0.50 ლარი.
ამ მიმართულებებით მგზავრთა ტრანსპორტირების ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირებისთვის 17 160 ლარია გამოყოფილი. ტენდერში ფ/პ „შოთა აბაშიძემ“ გაიმარჯვა.
5. ვახანიდან ვახანისწყლამდე მგზავრთა შეღავათიანად მგზავრობისთვის 12 480 ლარზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში აპირებს ამ მიზნით ტენდერის ხელახლა გამოცხადებას.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვახანიდან ვახანისწყლამდე მიკროავტობუსმა ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს, დღეში ორჯერ უნდა იმოძრაოს. მგზავრობის ღირებულება 0.50 ლარი, ხოლო ზედა ვახანიდან ვახანისწყლამდე – 1 ლარი იქნება.
P.S. მგზავრობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირებას რამდენიმე სხვა სოფლის მოსახლეობაც საჭიროებს; მაგალითად, ლეღვნიდან ხარაგაულამდე მგზავრობის ღირებულება 4 ლარი გახდა. ლეღვანში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ხარაგაულამდე მგზავრობა ყოველდღიურად სჭირდებათ. მგზავრობის თანხა 8 ლარი კი მათთვის მძიმე ფინანსური ტვირთია.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ თემის გაშუქებას გააგრძელებს.
რედაქციისგან – ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მკითხველებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამავე თემაზე: ხარაგაულის მოსახლეობა მგზავრობის თანადაფინანსებას ითხოვს – რას გვპირდება ხელისუფლება
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი