შინმოვლის პროგრამაში ჩართული ექთანი ელენე ბანცაძე წიფაში სამ ბენეფიციარს ემსახურება. სამივე მათგანი მწოლიარე ავადმყოფია. ელენე ბანცაძე ამბობს, რომ შინმოვლის პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური პროექტია.
ექთნები, რომლებიც შინმოვლის პროგრამაში არიან ჩართულები, შინმოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფის ოჯახის წევრებს მათ სწორად მოვლას ასწავლიან. ბენეფიციარების დაბანა, ჭამა, საწოლში გადაბრუნება, თეთრეულის გამოცვლა, სახლის დალაგებაში მხარდაჭერა, – ეს შინმოვლის სპეციალისტის ვალდებულებაა.
ოჯახში მისულ ავადმყოფს ექთანმა უნდა გაუზომოს წნევა, ტემპერატურა, ექიმის დანიშნულებით მისცეს მედიკამენტები.
„ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სახლში არავინ ჰყავს და ღვთის ანაბარა არიან, – ამბობს ელენე ბანცაძე, – მათთვის ხშირად დამლაპარაკებელიც კი სანატრელია, რადგან სახლიდან ვერ გამოდიან და მათთან აღარავინ მიდის.
ამ პროგრამაში ჩართული ის პირები, ვისაც მე ვემსახურები, უკვე ისე მენდობიან, რომ ყველანაირ საიდუმლოს მანდობენ; თავის გულისტკივილზე მესაუბრებიან. მეც, სოფელ-ქვეყანაზე მომხდარ ახალ-ახალ ამბებს ვუყვები.
ღმერთს ჩემთვის გაუჩენიხარო, ერთმა ბენეფიციარმა მითხრა. უნდა, რომ სულ მასთან ვიყო. ერთი სიტყვით, მეც და ჩემი ხანდაზმულებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე შინმოვლის პროგრამით ძალიან კმაყოფილები ვართ.
ეს პროგრამა საპილოტეა და ბევრი რამ დასახვეწია. ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო პირობებია გასაუმჯობესებელი. ბევრ მათგანს არ აქვს სარეცხის მანქანა, არ მიეწოდებათ წყალი. ჩვენ საკუთარი ფულით ვყიდულობთ ხელთათმანებს, პირბადეებსა და ხალათს. მათთან ყოფნის დროც არასაკმარისია.
იმედია, ამ საკითხებზე, სამომავლოდ, იფიქრებენ პროექტის ავტორები და თვითმმართველობის წარმომადგენლები“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„პერსონალური ასისტენტის პროგრამით ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნდა“ (ვიდეო)
„პერსონალური ასისტენტის მომსახურებით ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი