
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2 იზოლატორში. მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გადაუციათ, – წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი, მთის ამბების/საქართველოს ამბების დამფუძნებელი, ჟურნალისტი, – დაზუსტებით იმის თქმა, რას ედავებიან, ჯერ არ შეგვიძლია, სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
დაკავების დროს ტანსაცმელი აქვს დაზიანებული. იზოლატორში მოთავსების შემდეგ მოპყრობაზე პრეტენზიები არ გააჩნია. მხნედაა!
ესეც მისი მოკლე წერილი:
„რუსული რეჟიმისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. უკანონოდ დამაპატიმრეს, ტროტუარზე მდგომს პოლიციელი მწვდა კისერში. მე ვაფრთხილებდი მათ, რომ თუ აქ რუსული რეჟიმი დამყარდება, მათ წაიყვანენ უკრაინასთან ომში და დრონი დააფრინდებათ.
ჩვენი თავისუფლების ხარჯზე ვიცავთ იმ პოლიციელებს, რომლებიც უკანონოდ გვაკავებენ და მოსამართლეებს, რომლებიც უკანონოდ გვაპატიმრებენ. თუ ჩვენი არ სჯერათ, შეუძლიათ ნახონ რუსი პროპაგანდისტის, სალავიოვის განცხადება, რომელიც ამბობს, „ჩვენ ქართველები გვჭირდება ომში“.
ბრძოლას ვაგრძელებთ“.
პოლიციამ ჟურნალისტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე გუშინ რუსთაველის გამზირიდან გაიტაცა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ახალი, რეპრესიული კანონის ამოქმედების შემდეგ პოლიციამ დააკავა.
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2 იზოლატორში. მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გადაუციათ, – წერს სოციალურ ქსელში […]
გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში,
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის N1550 განკარგულებით,
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის